20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"ამ წუთამდე გაუგებარია და უცნობია, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას," - ზაზა ბიბილაშვილი

„ყველაფერი არის ძალიან დიდი ბურუსით მოცული. ხელისუფლება მთელი დღე ემალებოდა პრესას, მთელი დღე ემალებოდა ქართველ ხალხს,“ - ეს განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაზა ბიბილაშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დღეს მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა.

ბიბილაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაისმა. ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ დღეს უსაფრთხოების ზომები სათანადოდ არ იყო დაცული. ოპოზიციის წევრებს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ.

„როგორ მოხდა, რომ  მაშინ, როდესაც სპეცოპერაცია უკვე დაწყებული იყო, ხელისუფლებამ დაუშვა რომ იქვე გვერდზე საბავშვო ბაღში დაიწყო სწავლა იქვე, 97-ე სკოლაში დაიწყო სწავლა. ევაკუაცია მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სპეცოპერაცია დიდი ხნის დაწყებული იყო. ამ წუთამდე გაუგებარია და უცნობია, თუ ვინ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციას და მინისტრები იმყოფებოდნენ მთავრობს სხდომაზე ბოლო წუთამდე და ადგილზე ვინ ხელმძღვანელობდა  ამ ოპერაციას, ეს არის უცნობი და რაც მთავარია, მთელი დღის განმავლობაში გაკეთდა ერთადერთი პოლიტიკური განცხადება. ეს იყო სრულიად სამარცხვინო განცხადება სოზარ სუბარის," - განაცხადა ბიბილაშვილმა. 

ზაზა ბიბილაშვილმა დაღუპული სპეცრაზმელის ოჯახს მიუსამძირა და დაჭრილებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

დღის ამბები