20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
„რა ალაგმეთ, ტერაქტი ალაგმეთ? შეიარაღებული დაჯგუფება ალაგმეთ?“- თინა ხიდაშელი არჩილ თალაკვაძეს მიმართავს

„კომფორტულია „ნაცმოძრაობასთან“ კამათი, ეს დავივიწყოთ, თქვენ ხართ ხელისუფლებაში და კითხვები თქვენთან არის. არ არის გაბრაზება საჭირო და დირექტორის პოზით ლაპარაკი, “- მიმართა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძეს.

თინა ხიდაშელმა გადაცემა „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან შეკითხვები არსებობს.

„ხელისუფლების განცხადებების არარსებობის პირობებში სპეკულაციისთვის უზარმაზარი სივრცე გაჩნდა და ადამიანებმა გულწრფელად ხმამაღალი განცხადებები აკეთეს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ. ეს სახიფათოა, მოსახლეობა იმსახურებს, უთხრათ, რა ალაგმეთ, სახელმწიფომ რა არ დაუშვა, ტერაქტი ალაგმეთ? შეიარაღებული დაჯგუფება ალაგმეთ?“- აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

თავდაცვის ყოფილ მინისტრს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ უპასუხა. მისი შეფასებით, საქართველო არის უსაფრთხო ქვეყანა. 

„უსაფრთხოების რისკები ამ რეგიონსა და მსოფლიოში არსებობს, საქართველოც ამ რისკების ველშია, საქართველოში ანტიტერორისტული ოპერაციები წინა წლებშიც ჩატარებულა. ტერორიზმთან ბრძოლა არის საკმაოდ გრძელი ბრძოლა,“- აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები