18 ნოემბერი 2024,   11:30
ვრცლად
ლიკვიდირებულ იქნა აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის თანამშრომლები - უკრაინაში მებრძოლი ქართველი დავით მაყიშვილი

22-საათიანი ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდეგ სხვადსხვა ვერსიები ვრცელდება. არ გამოირიცხება, რომ ლიკვიდირებულთა შორის სწორედ ტერორისტთა სიაში შეყვანილი აჰმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების ორი წევრია. ამავე დროს არის საუბარი თითქოს აჰმედ ჩატაევმა სპეცოპერაციის დროს თავი აიფეთქა.

თავდაპირველად ვარაუდი "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ლიდერთან დაკავშირებით, რომლის სახელიც ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირდება, უკრაინის თადარიგის პოლკოვნიკმა დავით მაყიშვილმა გამოთქვა.

„მომწერა, რომ ლიკვიდირებულ იქნა აჰმედ ჩატაევი და მისი დაცვის თანამშრომლები, მისი დაჯგუფების წევრები. ის მეგობრობს ერთ-ერთ ჩეჩენ მებრძოლთან რომელიც იყო აჰმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრი და დღევანდელი სპეცოპერაციის შედეგად ის იქნა ლიკვიდირებული აჰმედ ჩატაევთან ერთად. დაახლოებით ოთხი დღის წინ მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩატაევის მეგობართან, რომელმაც მას უთხრა, რომ იმყოფებოდა საქართველოში აჰმედ ჩატავეთან ერთად,“-განაცხადა თადარიგის პოლკოვნიკმა, უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა.

დღის ამბები