20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
სახელმწიფოში საფრთხეების შეფასების ინსტიტუტი მოშლილია - ბათუ ქუთელია

ატლანტიკური საბჭოს ვიცე პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ 22 საათიან სპეცოპერაციასა და მისგან მიღებულ შედეგებზე საუბრობს. ქუთელიას თქმით, პირველ რიგში ხელისუფლება პასუხისმგებელია მოქალაქეების ინფორმირებულობაზე.

“იმისთვის, რომ განვსაზღვროთ რასთან გვაქვს საქმე, უფრო მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს, ახლა უკვე მკითხაობას ემსგავსება ჩვენი მსჯელობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის, ვინც პასუხისმგებელია საზოგადოების ინფორმირებულობაზე, არ თვლის თავს ვალდებულად, რომ რაღაც დოზით საზოგადოება ამყოფოს საქმის კურსში,“ - განაცხადა ქუთელიამ გადაცემა "განსხვავებული აქცენტების" ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს დაუცველობის განცდა.

“ამ სპეცოპერაციის შემდეგ ჩვენი საზოგადოების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს განცდა, რომ არ ვართ დაცული და ჩვენ არ ვიცით, რა ხდება ქვეყანაში. დაცულობას ქმნის ინფორმირებულობა. აი აქ ძალიან დიდი გარღვევები იყო. საფრთხეების შეფასების ინსტიტუტი მოშლილია სახელმწიფოში იმიტომ, რომ არ არსებობენ ის ორგანოები, რომლებიც ვალდებული არიან ამაზე," - აღნიშნა ბათუ ქუთელიამ.

 

დღის ამბები