აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეხუთე სამიტი იხსნება დღეს ბრიუსელში. შეხვედრაზე დღესვე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერმინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი აქცენტს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე გააკეთებს.
სამიტზე განიხილება „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამით გათვალისწინებული რეფორმების და პროგრამების შესრულების პროცესი, ასევე ”აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფარგლებში სამომავლო გეგმები.
სამიტზე განიხილავენ ერთი კვირით ადრე ევროპალამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასაც, სადაც ევროპელი დეპუტატები საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებაში ახალი ფორმატის - "აღმოსავლეთ პარტნიორობა პლუსის" შემოღებას უჭერენ მხარს.