20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
ოპოზიცია კახა კალაძის მთავრობას საკუთარ ინიციატივებს სთავაზობს

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტი, რომელიც დავით ნარმანიას დროს მომზადდა, მერიას დაუბრუნდება. ახლად არჩეულ მერს მასში ცვლილებები სურს, იმ პროექტების გათვალისწინებით, რომლებსაც კახი კალაძე წინასაარჩევნოდ აანონსებდა. ვიდრე მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულოდან მერიაში გადაიგზავნება, კალაძის მთავრობას, საკუთარ ინიციატივებს სთავაზობს საკრებულოს ოპოზიცია.

“ბევრ შენიშვნასთან და წინადადებასთან ერთად, თბილისის მერს ვუყენებთ 5 მთავარ მოთხოვნას. პირველი, ეს არის 200 ლარიანი მედიკამენტების ვაუჩერი, ყველა პენსიონერს. 150 ლარიანი კომუნალური ვაუჩერი საშუალო, დაბალი ფენის მქონე ოჯახებს. უფასო სასადილოების დაფინანსების გაზრდა სამჯერ. სტუდენტებისთვის უფასო მგზავრობა და არანაკლებ 50 მილიონიანი ზრდა ინფრასტრუქტურული და ეკოლოგიური პროექტებისთვის,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრის ელენე ოზაშვილის თქმით, მათი ერთ-ერთი მოთხოვნა არის, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა. 

“უნდა შემცირდეს ბიუროკრატიული ხარჯები და აბსოლუტურად შესაძლებელია, რომ ეს გათავისუფლებული თანხები გადანაწილდეს სოციალურად დაუცველებზე და მოემატოთ პენსია 50 ლარის ოდენობით. ასევე, საბავშვო ბაღების ვაუჩერიზაციის სისტემა, რაც საშუალებას მისცემს ყველა ბაგა ბაღის აღმზრდელს, რომ არ დარჩეს რეგისტრაციის გარეშე, მოხდეს კერძო ბაღებში გადანაწილება. ასევე, ქონების გადასახადის 10 პროცენტით შემცირება და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შემოყვანა,“ - განაცხადა ოზაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ზარქუას თქმით კი, ოპოზიციის მოთხოვნების დიდი ნაწილი ისედაც ხორციელდება და ეს უბრალოდ მათი მხრიდან ყურადღების მიქცევის მცდელობაა.

 

დღის ამბები