20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"სუს-ი არის უკიდურესად პოლიტიზირებული უწყება" - ელენე ხოშტარია

ვუყურებდით "ქართული ოცნების" მხრიდან პოლიტიზირებულ დამოკიდებულებას ინსტიტუტების მიმართ - პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი ელენე ხოშტარია თბილისში ჩატარებული ანტიტერორისტულ ოპერაციის შედეგებზე საუბრობს. 

“სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ვუყურებდით "ქართული ოცნების მხრიდან ძალიან პოლიტიზირებულ, ვიწრო პარტიულ დამოკიდებულებას ინსტიტუტების მიმართ და მათ შორის უშიშროების, უსაფრთხოების ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ ვხედავდით მათ დამოკიდებულებას უშიშროების საბჭოს მამართ, აქ ერთადერთი მიზეზი იყო, პრეზიდენტის არ მოწონება, ანუ აქ რაღაც ინსტიტუციური განსხვავებული ხედვა კი არ იყო, კონკრეტულად პრეზიდენტის არ მოწონების გამო ხდებოდა დაკნინება ამ ინსტიტუტის და მერე საერთოდ გაუქმდა,“ - განაცხადა ხოშტარიამ. 

მისივე თქმით, ყველაზე პოლიტიზირებული უწყება სუს-ია.

“გარდა ამისა, ჩვენ ვხედავდით, რომ სუს-ი არის უკიდურესად პოლიტიზირებული უწყება, პოლიტიკური დევნა პირველია, როდესაც ამხელა გამოწვევების წინაშე ვდგავართ,“ - აღნიშნა ხოშტარიამ.  

დღის ამბები