“დაველოდოთ შედეგებს და შემდეგ გავცეთ პასუხები ყველა კითხვას“ - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე თბილისში, ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაზე საუბრობს.
“ამ ეტაპზე გავიმეორებ იგივეს, რაც თქვეს ჩემმა კოლეგებმა, წინა დღეების განმავლობაში რა განცხადებაც გაკეთდა. მიმდინარეობს გამოძიება, ექსპერტიზა, დაველოდოთ შედეგებს და შემდეგ გავცეთ პასუხები ყველა კითხვას,“ - განაცხადა ჯავახიძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ის შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში ვერ ჩაერევა.
“საჭიროა, რომ მივენდოთ შესაბამის უწყებებს, ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რაც არის ტერორიზმი და საერთაშორისო ტერორიზმი. მგონი ყველას კარგად გვესმის, რა გამოწვევებთან გვქვს საქმე. აქედან გამომდინარე, მე აქ ვერ ჩავერევი შესაბამისი უწყებების კომპეტენციაში. დაველოდოთ, ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს," - აღნიშნა ბარამიძემ.