არასაპარლამენტო ოპოზიცია თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას აფასებს. "ახალი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ეს საქმე ისევე გამოუძიებელი დარჩება, როგორც ლაფანყურის სპეცოპერაცია. ოპოზიცია მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს. ისინი სუს-ის ხელმძღვანელისა და იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვენ. არასაპარლამენტო ოპოზიცია სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.
“იმ დროს, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს შემოგვთავაზოს ოფიციალური ვერსია, ბუნებრივად ჩნდება ალტერნატიული ვერსიები, რომ ეს ადამიანები საქართველოს ტერიტორიაზე მალულად, ტყე-ტყე და კლდე-კლდე არ გამოსულან. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს სპეცსამსახურების და საქართველოს მთავრობის ნებართვით“ - განაცხადა პარტია ”თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ კახა კუკავამ.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრის დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, აუცილებლად უნდა დადგეს იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი.