20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
თბილისის მერის პირველი უარი ოპოზიციას - კალაძე მთავარ საფინანსო დოკუმენტში ოპონენტების ინიციატივების გათვალისწინებას არ გეგმავს

თბილისის მერის პირველი უარი ოპოზიციას. კახი კალაძე მთავარ საფინანსო დოკუმენტში ოპონენტების ინიციატივების გათვალისწინებას არ გეგმავს. მისი გადაწყვეტილებით, ბიუჯეტში მხოლოდ ის პროექტები მოხვდება, რომლებიც კალაძემ ჯერ კიდევ წინასაარჩევნოდ დააანონსა. კონკრეტულად რის განხორციელებას გეგმავს თბილისის მერი და რამდენს დახარჯავს ამისთვის, ჯერჯერობით უცნობია.

წინასაარჩევნო დაპირებების შესასრულებლად კახი კალაძესა და მის გუნდს დავით ნარმანიას მიერ დაგეგმილი 815 მილიონიანი ბიუჯეტი არ ჰყოფნის. საჭიროა მთავარი საფინანსო დოკუმენტის დაკორექტირება, რისთვისაც ის მერიამ ისევ უკან გამოითხოვა. ცვლილებების შეტანის პროცესში ოპოზიცია მერს კონკრეტული პროექტების დაფინანსებას სთავაზობს. კალაძის უარის მიუხედავად, 5 პუნქტიანი შეთავაზება ნაციონალურმა მოძრაობამ მას მაინც გაუგზავნა.

თბილისის 2018 წლის ბიუჯეტში თანხა არც ევროპული საქართველოს ინიციატივების დაფინანსებისთვის მოიძებნება. სამაგიეროდ რაში გეგმავს მერია მომავალ წელს ფულის დახარჯვას, ამის შესახებ არც ვიცე-მერი საუბრობს.

თბილისის მერიამ დავით ნარმანიას მიერ შედგენილი მთავარი საფინანსო დოკუმენტი 10 დეკემბრამდე უნდა შეცვალოს. სავარაუდოდ მანამდე გახდება ცნობილი ბიუჯეტის ზუსტი თანხა.

დღის ამბები