20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ავარია ოკამთან - დაშავებულებს შორის არიან სკოლის მოსწავლეები და მშობელი

ოკამთან ორი სამგზავრო მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავარიის შედეგად არიან დაშავებულები. ისინი საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

როგორც ცნობილია, ავარიის შედეგად მოსწავლეები და მშობელი დაშავდნენ. ისინი გორის, კასპის და თბილისის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

კასპის სამედიცინო ცენტრის სარეგისტრაციო სამსახურის ხელმძღვანელმა "რუსთავი 2-ს" განუცხადა, რომ საავადმყოფოში 15 პაციენტი შეიყვანეს, რომელთგან 14 ბავშვია და ერთი მშობელი. მისივე ინფორმაციით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია, ხოლო მშობლის მდგომარეობა კი მძიმეა და მისი გადაყვანა თბილისში გახდა საჭირო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.   

 

დღის ამბები