20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ტურიზმის დეპარტამენტი ვერ დააჯარიმებდა "ლეოგრანდს" - აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

„ტურიზმის დეპარტამენტი ვერ დააჯარიმებდა ლეოგრანდს... ჩემი ინფორმაციით, უსაფრთხოების წესებთან იყო დაკავშირებული,“ - ეს განცხადება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, სულხან ღლონტმა, სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ხანძართან დაკავშირებით გააკეთა.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სასტუმრო დააჯარიმა, თუმცა, ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და განმარტავენ, რომ ტურიზმის დეპარტამენტს დაჯარიმების უფლება არა აქვს.

სულხან ღლონტის თქმით, მათ სასტუმროს რეკომენდაცია მისცეს, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა ტურიზმის დეპარტამენტის კრიტერიუმებს, სწორედ უსაფრთხოების ნაწილში.

„როგორც მე მაქვს საბჭოდან ინფორმაცია, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული, მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან მათ შორის, მე მინდა გითხრათ, რომ ვერ დააკმაყოფილა დოკუმენტაცია ლეოგრანდმა და, შესაბამისად, არ იქნა მისი დოკუმენტი განხილული და ის ვერ იქნება ტურიზმის მიერ რეკომენდებული,“ - აცხადებს სულხან ღლონტი. 

დღის ამბები