20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
მჯერა, რომ ის იქნება კარგი სახალხო დამცველი - ანა ნაცვლიშვილი ლომჯარიას ომბუდსმენობაზე

„მე მჯერა, რომ ის იქნება კარგი სახალხო დამცველი,“ - ეს განცხადება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა.  

გარდა ამისა, ანა ნაცვლიშვილი კანდიდატების შერჩევის პროცესს აკრიტიკებს.

„სამწუხაროა ის, რომ ვერ მოხერხდა ისეთი პროცესის უზრუნველყოფა, რომელიც იქნებოდა რეალური პროცესი და რომლის ყველა ეტაპი იქნებოდა გამჭვირვალე. რაც შეეხება ნინოს კანდიდატურას, მე მჯერა, რომ ის იქნება კარგი სახალხო დამცველი. ძალიან დიდი და საპასუხისმგებლო პოზიციაა და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას. უნდა შეფასდეს ადამიანი, მის მიერ რა არის გაკეთებული ადამიანის უფლებების სფეროში, მისი წინა პოზიციები, მისი ხედვები და არა ასეთი მოტანილი იარლიყები,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მოქმედ სახალხო დამცველს, უჩა ნანუაშვილს, უფლებამოსილება 7 დეკემბერს ეწურება.

 

დღის ამბები