გიორგი გიუნაშვილის გათავისუფლების შესახებ განცხადებები გააკეთეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ მოვლენა დადებითად შეაფასეს.
„გიუნაშვილის გათავისუფლების ფაქტი არის ძალიან დადებითი, რომელიც თავის მხრივ, პოზიტიურ იმპულსს შესძენს, როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის ფორმატს, ისე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს. ეს ადამიანი იქნა დაკავებული 2016 წლის 8 ივნისს, მას ჰქონდა მისჯილი 20 წლით უკანონო პატიმრობა და მოვლენა არის ცხადია დადებითი,“ - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.
განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.
„ჩვენ გვქონდა საკმაოდ მჭიდრო და პრაგმატული თანამშრომლობა, მათ შორის აფხაზურ მხარესთან და ბუნებრივია, ძალისხმევა იყო გაწეული, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თქვენ გახსოვთ, რომ შარშან მარტში მოხერხდა საქართველოს 14 მოქალაქის გათავისუფლება სოხუმის და ცხინვალის საპატიმროებიდან. საქართველოს ხელისუფლება მანამდეც და იმ პერიოდშიც გადადგა, ბუნებრივია, ნაბიჯები და მე ვფიქრობ, რომ ეს არის ამ პროცესის, ამ ტენდენციის და პოზიტიური გამოცდილების ნაწილი, რომელიც დღემდე ჩვენ გვაქვს და იმედი უნდა გამოვთქვა, რომ მსგავსი პრობლემები იქნება მოგვარებული,“ - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
გიუნაშვილი 2016 წლს ოკუპირებულ დისევში დააკავეს და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოლაპარაკებების შედეგად ოჯახმა წითელი ჯვრის დახმარებით მხოლოდ ორჯერ მოინახულა ის.
ქართული მხარისთვის გიორგი გიუნაშვილის გადაცემის უსაფრთხოების სამსახურმა რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.