მოლაპარაკებების დეტალები და ის გარემოება, რაც გიორგი გიუნაშვილის ციხიდან გათავისუფლებას წინ უძღოდა, გიუნაშვილების ოჯახისთვის უცნობია. ცხინვალის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში წელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ, გიორგი გიუნაშვილი გუშინ გაათავისუფლეს.
ის 2016 წელს ოკუპირებულ დისევში დააკავეს და დივერსიულ-ტერორისტული საქმიანობისთვის 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიბილოვს საქართველოს მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით, რაულ ხაჯიმბამ მიმართა იმ მიზნით, რომ ის შემდგომ ქართულ ციხეში მყოფ აფხაზ პატიმარზე გადაეცვალათ.