ევროსაბჭო რუსეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას განიხილავს. განცხადება ამის შესახებ ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა "Financial Times"-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ტორბიორნ იაგლანდის თქმით, არსებობს საფრთხე, რომ დაწესებული შეზღუდვების გამო რუსეთმა ევროსაბჭო დატოვოს, რაც ქვეყანაში ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს.
ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თქმით, მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, რუსეთის 140 მილიონი მოქალაქე სტრასბურგის სასამართლოსთან წვდომას დაკარგავს.
ოფიციალურ მოსკოვს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლება 2014 წელს, ყირიმის მიერთების შემდეგ შეუჩერეს.