კახეთის გუბერნატორის პრესმდივანი, მადონა ბატიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვიცე მერად დაინიშნა. ამ ინფორმაციას უკვე ახალი ვიცე მერი ადასტურებს.
მადონა ბატიაშვილის თქმით, ახლადარჩეული სიღნაღის მერი, გოგი გოგილაშვილი მას თანამშრომლებს დღეს წარუდგენს. ბატიაშვილი იურიდიულ, ინფრასტრუქტურულ და სოციალურ მიმართულებებს უხელმძღვანელებს.
ჟურნალისტი მადონა ბატიაშვილი, კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა პრესმდივნად 2013 წელს დანიშნა. მანამდე ის რადიო "ჰერეთის", ტელეკომპანია "გურჯაანისა" და TV9-ის თანამშრომელი იყო.
მადონა ბატიაშვილის შემცვლელი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა. აღნიშნულ პოზიციაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება.