თბილისში დღეს აბრეშუმის გზის ორდღიანი ეკონომიკური ფორუმი გაიხსნება. გახსნის ცერემონია ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩაივლის. შეკრებილებს სიტყვით მიმართავს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი.
სულ ფორუმში 50-მდე ქვეყნის 1 000-ზე მეტი წარმომადგენელი ჩაერთვება. მათ შორის არიან ორი ქვეყნის პრემიერმინისტები, ვიცე პრემიერები და მაღალი თანამდებობის პირები. ქვეყნებს შორის ხელი მოწერება რამდენიმე ხელშეკრულებასაც.
მთავარი განსახილველი თემები ვაჭრობის, სატრანსპორტო და ენერგეტიკული საკითხებია.