20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ - ეკა ბესელია ახმედ ჩატაევზე

შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ - ეს განცხადება, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ იმ კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ახმედ ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას ეხებოდა.

კითხვაზე, თუ დადასტურდება, რომ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულებს შორის ახმედ ჩატაევია, იღებს თუ არა „ქართული ოცნება“ პასუხისმგებლობას მომხდარზე, ბესელიამ განაცხადა, რომ შეფასებები საწყისი პერიოდიდან უნდა გაკეთდეს და არა დასასრულიდან.

„რაც შეეხება, იმას ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, ნუ იჩქარებთ იმიტომ, რომ შეიძლება პასუხისმგებლობის საკითხები ცოტა უფრო შორს ვეძებოთ და ბოლოდან კი ნუ დავიწყებთ შეფასებების გაკეთებას, ყველაფერს აქვს თავისი სათავე და საწყისი. მე შევეცდები, რომ ინფორმაციები, რომელსაც ჩვენ ველოდებით და ვიღებთ პერიოდულად, მოგაწოდოთ იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუკი გვარები, რომელიც სახელდება, დადასტურდება,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ვახტანგ გომელაური ოპოზიციის მოთხოვნას თანხმდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანახმაა პარლამენტში მივიდეს და ნდობის ჯგუფის ფორმატში, ყველა კითხვას გასცეს პასუხი. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და იუსტიციის მინისტრის მისვლა ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა. 

დღის ამბები