20 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
სუს-ის ხელმძღვანელი ოპოზიციის მოთხოვნას თანხმდება - ვახტანგ გომელაური პარლამენტში მივა 

ვახტანგ გომელაური ოპოზიციის მოთხოვნას თანხმდება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი თანახმაა პარლამენტში მივიდეს და ნდობის ჯგუფის ფორმატში ყველა კითხვას გასცეს პასუხი. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის და იუსტიციის მინისტრის მისვლა ოპოზიციამ დღეს კიდევ ერთხელ მოითხოვა.

იგეგმებოდა თუ არა ტერაქტი საქართველოში, როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები ქვეყანაში და როგორ შემოიტანეს მათ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა. კითხვებზე პასუხს ოპოზიცია უშუალოდ ვახტანგ გომელაურისგან და თეა წულუკიანისგან ითხოვს. 

„ამ შეკითხვებზე, თუ როგორ აღმოჩნდნენ ტერორისტები საქართველოს ტერიტორიაზე, როგორ გადმოკვეთეს საქართველოს საზღვარი, როგორ მოხდა იარაღის ამ ოდენობით კონცენტრაცია თბილისის ცენტრში, როგორ განხორციელდა სპეცოპერაცია და რა ვითარება არის დღეს გამოძიების თვალსაზრისით, ჩვენ მიგვაჩნია, რომ პასუხები უნდა ყოფილიყო საჯარო,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის მდივანმა ირაკლი აბესაძემ.

როდის მივა ვახტანგ გომელაურის პარლამენტში, ჯერჯერობით უცნობია. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ამბობს, რომ ფორმატი და თარიღი უახლოეს პერიოდში შეთანხმდება.

„ვისაუბრეთ ბოლო პერიოდში სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. მე მინდა დაგიდასტუროთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, რომ პარლამენტის წინაშე, ნდობის ჯგუფის წინაშე წარდგეს და პირველადი ინფორმაცია გააცნოს ჩატარებული ოპერაციის შესახებ და მოვლენის შესახებ. რაც შეეხება თარიღს, როდის და რა ფორმით, ამაზე უკვე მოგვიანებით შეგატყობინებთ, მას შემდეგ, რაც თავად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ექნება დადასტურებული ინფორმაცია,“ - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები