"იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა,“ - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებსა და პრეზიდენტის არჩევის წესზე ისაუბრა.
არ არის გამორიცხული, პრეზიდენტი არა კოლეგიამ აირჩიოს, არამედ პარლამენტის 150-მა წევრმა და ადგილობრივი თვითმმართველობის 150 წარმომადგენელი პროცესში აღარ ჩაერთოს.
„პარლამენტი 2024 წელს პროპორციული წესით იქნება არჩეული. ამის შემდეგ ტარდება პრეზიდენტის პირველი არაპირდაპირი არჩევნები, შესაბამისად, ახალი კონტექსტის გათვალისწინებით შეიძლება ზოგადად, დაიწყოს მსჯელობა ამ ცვლილებასთან დაკავშირებით. თუმცა, გუშინ მხოლოდ აზრთა გაცვლა-გამოცვლა იყო. ამასაც ამხელა სპეკულაციები და არასწორი, არაჯანსაღი ინტერპრეტაციები მოჰყვა. შესაბამისად, ყველაფერს გავითვალისწინებთ, პოლიტიკურ კონტექსტს, იურიდიულ მხარეს. დილემა არის ასეთი - შეგვიძლია ჩვენ ერთი ვარიანტი, რომ მოვერიდოთ სპეკულაციებს, არაჯანსაღ განცხადებებს და ამ შემთხვევაში დავტოვებთ იმ მოდელს, რომელიც არის ჩამოყალიბებული. იურიდიულად უფრო სწორია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.