„შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა უსაფრთხოების სფეროში დაგეგმილი სამთავრობო სტრუქტურული ცვლილებები გააკრიტიკა. უსუფაშვილის განცხადებით, დაზვერვის სამსახურის გაუქმება და სუს-ის ფუნქციების გაფართოება დაუშვებელია.
ცვლილებების მიხედვით, ოდეერების ინსტიტუტის აღდგენა ხდება. პარტიის ლიდერი მთავრობის მიერ ინიცირებულ ცვლილებათა პაკეტში ხარვეზებზე მიუთითებს და მთავრობას მოუწოდებს კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ მიიღოს.
„ამ ცვლილებით, ეს რეჟიმი სუს-ის ყველა მოსამსახურეზე ვრცელდება, მათ შოირს საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი დანაშაულის შემთხვევებზე და ამით ხდება, პრაქტიკულად, ლეგალიზება სუს-ის თანამშრომლების უკანონო საქმიანობის. გვინდა, მივმართოთ საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას 2-3 დღეში დაჩქარებული წესით 1000-გვერდიანი, 112-კანონპროექტიანი პაკეტის მიღება,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.