20 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენებაც, ალბათ, ჩვენი მხრიდან არ არის სწორი - ნინო ლომჯარია

„სტრასბურგის სასამართლო არის ის ორგანო, რომლის გადაწყვეტილების ეჭვქვეშ დაყენებაც, ალბათ, ჩვენი მხრიდან არ არის სწორი,“ - ეს განცხადება ომბუდსმენობის კანდიდატმა, ნინო ლომჯარიამ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, მერაბიშვილის საქმეზე მე-18 მუხლის დარღვევა ძალაში დარჩა.

ლომჯარია აღნიშნავს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისს მკაფიო პოზიცია უნდა გააჩნდეს.

„ეს არის ძალიან სენსიტიური თემა პოლიტიკური თვალსაზრისითაც, შესაბამისად, ომბუდსმენის ოფისსაც უნდა ჰქონდეს ძალიან დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიციები ამ საკითხებთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები