20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას მხარი დაუჭირეს

სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებას მხარი დაუჭირეს. თავდაცვის, საგარეო და დიასპორის კომიტეტების სხდომაზე ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მსჯელობდნენ ცვლილებებზე.

უმრავლესობის ძირითადი შენიშვნები გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას ეხება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ნაწილი ეწინააღმდეგება გარემოს დაცვის სამინისტროს გაუქმებას და მის შეერთებას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. 

„გარემოს დაცვის კომიტეტი ითხოვდა და გარკვეულად მიაღწია კიდეც 2018 წელში ბიუჯეტში ზრდას გარემოს დაცვის სამინისტროს დაფინანსებისა და შტატების, იმიტომ რომ არასაკმარისია მეტყევეების რაოდენობა, გარემოზე ზემოქმედების შეფასების შტატის რაოდენობა, ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა და ა.შ. ამიტომ აქ პასუხი ვერ იქნება ვერანაირად ოპტიმიზაცია, ფინანსური ან საკადრო ოპტიმიზაცია, რაც თავიდანვე მინდა გამოვრიცხოთ,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მწვანეების” თავმჯდომარემ გიორგი გაჩეჩილაძემ.

კომიტეტის სხდომაზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო დამოუკიდებლად უნდა არსებობდეს.

„როდესაც მომხმარებელი და მარეგულირებელი ერთ უწყებაშია, აქ ინტერესთა კონფლიქტი არის პირდაპირ. ვთქვათ, ყველაფერი დავივიწყეთ და ამ ფორმით მივიღეთ სამინისტრო. მართლა ვერ ვხვდები ლოგიკას, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარების სამინისტრო, ანუ სახელი ვერ ვხვდები რას გვინდა მივაღწიოთ,“ - აღნიშნა კახა კუჭავამ.

დღის ამბები