20 ნოემბერი 2024,   19:18
ვრცლად
თბილისის სპეცოპერაციის საქმის ახალი დეტალები - ჩატაევის საქართველოში შემოსვლა შესაძლოა, ქართულ სპეცსამსახურებთან იყოს კავშირში

ახმედ ჩატაევის თბილისში ყოფნა შესაძლოა ქართულ სპეცსამსახურებთან იყოს კავშირში - საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციის წევრებისათვის ძებნილი პირის შესახებ სკანდალური მასალები „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტმა მოაგროვა.

ამინა უმაროვა „კურიერთან“ ინტერვიუში ყვება, რომ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, ჩეჩენ მებრძოლებთან მჭიდრო კავშირში მყოფი პირებისაგან ინფორმაციას აგროვებს. მისი თქმით, ჩატაევი თბილისში საქართველოს ხელისუფლების მიერ უსაფრთხოების გარანტიების მიცემის შემდეგ ჩამოვიდა. 

ახმედ ჩატაევის ცხედარი ამ დრომდე პროზექტურაშია. უცნობია, ჰყავდათ თუ არა პანკისის ხეობაში მცხოვრები მისი მეუღლე ამოცნობაზე. საინფორმაციო სააგენტო Reginfo წერს, რომ მედიაში გავრცელებულ ფოტოზე ნათესავებმა ჩატაევი ამოიცნეს.

პანკისის ხეობაში ჯერ ისევ არ ადასტურებენ „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ერთი გავლენიანი მეთაურის, ადამ მარგოშვილის გარდაცვალების ფაქტს. 

ჩატაევი-მარგოშვილის დაჯგუფებასთან შესაძლოა, კავშირი ჰქონდეს თურქეთის მოქალაქესაც, რომელიც პოლიციამ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციიდან ორ დღეში ქობულეთში დააკავა. ოფიციალური ინფორმაციით, მისი პირადი და საცხოვრებლებს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა მისგან დიდი ოდენობით სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. 

თურქეთის მოქალაქის მიმართ მისი კავშირების დასადგენად გამოძიება ისევ გრძელდება. გამოძიებამ, ასევე, უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა მას კავშირი თბილისში სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულებთან. 

 

ავტორი: ია გულიაშვილი.

დღის ამბები