საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი მიიჩნევს, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაცია უნდა გახდეს მიზეზი იმის, რომ ვისწავლოთ გარჩევა ჩვეულებრივი კრიმინალური დანაშაულის და ტერორიზმის, რომელიც თავისთავად პოლიტიკურ შემადგენლობას გულისხმობს. გიორგი აბაშიშვილის თქმით ამ საკითხს უნდა შევხედოთ გლობალურად და არა ტაქტიკურ ოპერატიულ დონეზე.
მისი თქმით იმ დროს როდესაც საქართველოს წლებია ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს უნდა დავფიქრდეთ ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის ამაღლებაზე და ამ ფონზე უშიშროების საბჭოს გაუქმება არის დაუშვებელი.
„მსგავსი რამ ერთ წლის მერე რომ მოხდეს მერე სად უნდა მოხდეს ამის განხილვა,“-განაცხადა აბაშიშვილმა.