20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რუსეთს აგრესიულ ქმედებებში ადანაშაულებს

რუსეთს აგრესიულ ქმედებებში ადანაშაულებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი. რექს ტილერსონმა განაცხადა, რომ თეთრი სახლის წინა ადმინისტაციის მცდელობებს, მოსკოვთან ურთიერთიბების გამოსწორების კუთხით, რუსეთის მიერ საქარველოსა და უკრაინაში შეჭრა მოჰყვა.

მისი თქმით, მოსკოვი კვლავ აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს მეზობელი ქვეყნების მიმართ და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთიბების მოგვარება არ მოხდება უკრაოინაში კონფლიქტის დარეგულირების გარეშე.

"მაშინ, როდესაც დასავლეთი აგრძელებს პოსტ საბჭოთა რუსეთთან ახალი პროდუქტიული ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის საჭირო გზების ძებნას, რუსეთი ამ ქმედებებზე რეაგირებას არ ახდენს. თეთრი სახლის წინა ადმინისტრაციის მცდელობებს, რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობების განახლების მხრივ, რუსეთის მიერ მეზობელ ქვეყნებში, 2008 წელს საქართველოში და 2014 წელს უკრაინაში შეჭრა მოჰყვა. რუსეთი აგრძელებს საარჩევნო პროცესში ჩარევითა და არადემოკრატიული იდეალების ხელშეწყობით, აგრესიულ ქმედებებს რეგიონში სხვა მეზობლების მიმართ. შეერთებული შტატები ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად, რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებს კარგად აცნობიერებს," - აცხადებს ტილერსონი. 

დღის ამბები