საქართველოს როლი აბრეშუმის გზის პროექტში, ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები და საქართველო-სლოვენიის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება იყო გიორგი კვირიკაშვილისა და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის მთავარი თემები.
ხაზი გაესვა სლოვენიური კომპანიების მზარდ ინტერესს, განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში.
სლოვენიის ვიცე-პრემიერმა ასევე მზადყოფნა გამოთქვა, აღმოუჩინოს საქართველოს, როგორც საკონსულტაციო, ისე პრაქტიკული დახმარება რეფორმების გატარებისა და ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით.