გიორგი კვირიკაშვილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოლდოველ კოლეგას მიიღებს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიის შემდეგ, მხარეები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვდებიან.
დღესვე ხელი მოეწერება თანამშრომლობის დოკუმენტს. რის შემდეგაც პრემიერმინისტრები ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ.