თბილისის მერი კახი კალაძე მერიის ზონალური საბჭოს გაუქმებას მოითხოვს. ინიციატივა თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე დააყენა. კალაძის თქმით, ზონალური საბჭოს ფუნქციების შეთავსება შესაბამის საქალაქო სამსახურებს შეუძლიათ.
ზონალური საბჭოს გასაუქმებლად საჭიროა თბილისის საკრებულოს თანხმობა, შესაბამისად, კახა კალაძე გაუქმების მოთხოვნით, დედაქალაქის საკრებულოს ოფიციალურად დღესვე მიმართავს.
თბილისის მერმა დღესვე დავით ნარმანიას მერობის დროს შექმნილი 19 კომისიაც გააუქმა.
„ზონალური საბჭოს ფუნქციებს მერიის შესაბამისი სამსახურები ჩემი პირადი კონტროლის ქვეშ განახორციელებენ. მუშაობის მეტი ეფექტურობის მიზნით, ვაუქმებთ თბილისის მთავრობის მიერ შექმნილ 19 კომისიას. ამ მიზნით ცვლილებები შევა შესაბამის სამართლებრივ აქტებში, ხოლო კონკრეტულ საკითხებზე მერიის შესაბამისი სამსახურები და დაქვემდებარებული უწყებები გაცილებით მოკლე დროში და უფრო ეფექტურად მიიღებენ,“ - განაცხადა კახა კალაძემ.