20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
საქართველოს პრემიერმინისტრი მოლდოვას პრემიერს შეხვდა

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მოლდოვას პრემიერს შეხვდა.  პრემიერმა მოლდოველ კოლეგას "აბრეშუმის გზის ფორუმში" მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე ისაუბრა.

„ჩვენთვის მოლდოვა არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მოკავშირე. ჩვენ გვაქვს ერთი საგარეო პოლიტიკური მისწრაფებები. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ფორმატები, რომლებშიც ერთად ვმუშაობთ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობისთვის,“ - მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა მოლდოველ კოლეგას.

საქართველოს მთავრობის მეთაურს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა მოლდოვის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა. პაველ ფილიპმა ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.

„მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკას შორის არსებობს ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობები. ჩვენ, გარდა მეგობრული ურთიერთობებისა, გვაკავშირებს საერთო ინტერესები, რაც შეეხება ევროკავშირთან ინტეგრაციას და სამწუხაროდ, ჩვენ ასევე გვაკავშირებს კონფლიქტები, რომლებიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და მნიშვნელოვანია გამოცდილების ურთიერთგაზიარება, ამ კუთხით პროგრესის მისაღწევად," - აღნიშნა პაველ ფილიპმა. 

გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება.

დღის ამბები