„მოვისმინე ქალბატონი იუსტიციის მინისტრის შეფასება და გამახსენდა ჩრდილოეთ კორეის სატელევიზიო წამყვანი, რომელმაც ბრაზილიასთან მატჩში ჩრდილოეთ კორეის გუნდი გამარჯვებულად გამოაცხადა. სინამდვილე არის აბსოლუტურად საპირისპირო,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ წევრმა და მანამდე ყოფილი პრემიერის ადვოკატმა, ოთარ კახიძემ პარლამენტის სხდომაზე გააკეთა.
ოპოზიციის წევრმა ევროსასამართლოს დიდი პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტეს, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა.
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობას ხელისუფლება იყენებდა მისგან ინფორმაციის გამოძალვის მიზნით, ყოფილი მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს სთხოვდნენ პარტიის თავმჯდომარის და ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ინფორმაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ხანგრძლივი პატიმრობით ემუქრებოდნენ,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
„ევროპული საქართველოს“ წევრს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა. არჩილ თალაკვაძის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშულია, რომ მერაბიშვილის დაკავებაში პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა.
„ახსენე პოლიტიკური ნიშნით დევნა, სასამართლომ პირდაპირ თქვა, რომ პოლიტიკური მოტივი ბატონი მერაბიშვილის დაკავებაში და მისი პოლიტიკიდან ჩამოცილების მოტივი არ ყოფილა. ასევე იმიჯზე ამბობდი შენ, მე ვფიქრობ, ქვეყნის იმიჯისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ სისტემური დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.