აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს მართავს. გიორგი მარგველაშვილმა აბრეშუმის გზის საერთაშორისო ვაჭრობის პალატასთან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენების საკითხები განიხილა.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა თავისუფალი, სამართლიანი და მდგრადი განვითარების მიმართულებებზეა ორიენტირებული.
"სულ უფრო ღრმავდება სავაჭრო ურთიერთობები თავისუფალი ვაჭრობის შემდგომ ჩინეთთან და შესაბამისად, ჩინური და აზიური ქვეყნებისთვის საქართველო არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა ევროპის მიმართულებით,“ - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა.