ქუთაისის ახალი მერი რეორგანიზაციას და შტატების შემცირებას აანონსებს, თუმცა გიორგი ჭიღვარიას ინიციატივას ოპოზიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმების ახალ გეგმას უწოდებს და მხარს არ უჭერს.
რეორგანიზაციის გეგმა ახალმა მერმა საკრებულოს დასამტკიცებლად ისე გადაუგზავნა, რომ საკრებულოს პირველ სხდომაზე თავად არ გამოჩენილა.
გიორგი ჭიღვარია, სავარაუდოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ინიციატივის გაზიარებას არ გეგმავს, რომლითაც ოპოზიცია მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალური დახმარებების გაზრდას ითხოვს.