20 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
ზონალურ საბჭოს უფლებამოსილება უწყდება - კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობაში რადიკალურ ცვლილებებს იწყებს

თბილისის მერი დედაქალაქის მთავრობაში რადიკალურ ცვლილებებს იწყებს. ერთ-ერთი პირველი, რომელიც კალაძის რეფორმას შეეწირა ზონალური საბჭოა. 

ზონალური საბჭო ის უწყებაა, რომელიც თბილისში, ბოლო წლების განმავლობაში ერთმანეთის მიყოლებით მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვებს გასცემდა. თავის დროზე ამ საბჭომ, კახი კალაძის კუთვნილ კომპანიას 271 კვ. მიწის ნაკვეთზე მაღალსართულიანი კორპუსის ასაშენებლად ნებართვა მისცა. 

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ზონალური საბჭოების გაუქმებით კახი კალაძემ მთელი ძალაუფლება მერიაში მის გუნდს მისცა. საკრებულოს წევრები ფიქრობენ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების ნაცვლად, კალაძეს საბჭო კომპეტენტური და დამოუკიდებელი სპეციალისტებით უნდა დაეკომპლექტებინა.

გარდა ამისა, კალაძემ მერიაში დავით ნარმანიას მერობის დროს შექმნილი 19 კომისია გააუქმა. თბილისის მერი ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით ბიუროკრატიულ ხარჯებს ამცირებს.

კახი კალაძის მიერ დაანონსებული სტრუქტურული ცვლილებების შესახებ მსჯელობა საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მოუწევს. ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ უჭერს. 

დღის ამბები