20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
თბილისისთვის "ჯაველინების" მიწოდებას მოსკოვი საფრთხედ აღიქვამს

ჯაველინები, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან 75 მილიონ დოლარად შეისყიდის, რუსეთისათვის საფრთხეს წარმოადგენს. ეს განცხადება ჟენევის თანათავმჯდომარეებთან გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინმა გააკეთა.

რუსეთის დიპლომატიური უწყება ევროპელ და ამერიკელ კოლეგებს მოუწოდებს, შეწყდეს საქართველოსთვის იარაღის მიწოდება, რადგან ჯაველინების თბილისისთვის მიწოდებას მოსკოვი საფრთხედ აღიქვამს.

ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხოდ მოსკოვმა მოქმედება უკვე დაიწყო. დღეს კრემლის ერთ-ერთმა მედია საშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთმა 100 სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მანქანა შეიყვანა.

მოსკოვის აგრესიულ ტონი და ქმედებები თბილისში არ უკვირთ. თავდაცვის მინისტრის განცხადებით ტანკსაწინააღმდეგო საშუალების შეძენა თავდაცვით ხასიათს ატარებს და ამასთან, ჯაველინების შესყიდვა მხოლოდ ვაშინგტონისა და თბილისის საქმეა.

დღის ამბები