20 ნოემბერი 2024,   19:36
ვრცლად
"თვალს ვადევნებთ განხილვებს, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს"-იანოშ ჰერმანი მერაბიშვილის სასამართლოზე საუბრობს

ვანო მერაბიშვილის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასმართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენელი გამოეხმაურა. იანოშ ჰერმანის თქმით ევროკავშირის წარმომადგენლობა თვალყურს მიადევნებს საქმეს თბილისშიც და სტრასბურგშიც. 

„ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის ის, რომ თქვენ იცით რამდენად ვადევნებთ თვალს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა ის დიდი ყურადღებით შევისწავლეთ. თვალს ვადევნებთ განხილვებსაც, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს თუმცა სხვა კომენტარის გაკეთება არ მსურს. ეს არის სასამართლოს გადაწყვეტილება,“-განაცხადა იანოშ ჰერმანმა. 

დღის ამბები