ვანო მერაბიშვილის საქმესა და ევროსასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ ევროკონვენციის მე-18 მუხლი დაირღვა, ამერიკის ელჩმა საქართველოში მოკლე კომენტარი გააკეთა. იან კელის განცხადებით, შეერთებული შტატები დაინტერესებულია, რომ პარტნიორ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს.
„მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატები ევროსასამართლოს წევი არ არის, თუმცა ჩვენ დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში სტაბილურობა იყოს, კანონის უზენაესობა და პატივისცემა,“- განაცხადა იან კელიმ, რომელმაც ამ საკითხზე სხვა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა.