20 ნოემბერი 2024,   19:39
ვრცლად
არჩეული ომბუდსმენი ნინო ლომჯარია სამომვალო გეგმებზე საუბრობს

„მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა ჩემი მისამართით, ვინც არ იზიარებდა ჩემს კანდიდატურას, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და შეკითხვებს ვუპასუხო,“ - ეს განცხადება დღეს არჩეულმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პარლამენტში მისი კანდიდატურის დამტკიცების შემდეგ გააკეთა.

პარლამენტში ნინო ლომჯარიას კანდიდატურას 96-ით ხუთის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი და ლომჯარია ომბუდსმენის მოვალეობის შესრულებას 8 დეკემბრიდან შეუდგება.

„პირველი ალბათ, იქნება, გავეცნო თვითონ არსებულ ვითარებას აპარატში და იმ პრობლემებს, რაზეც ამ წუთას ყველაზე საჩქარო არის რეაგირება,“ - აცხადებს ნინო ლომჯარია.

როგორც ის სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნავს, მისი სურვილია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ანგარიშები მკითხველისთვის უფრო ადვილად აღსაქმელი გახდეს.

„მე აქცენტი გავაკეთე, რომ უფრო მეტად ანალიტიკური მინდა, რომ ვიხილო სახალხო დამცველის ანგარიში და უფრო მარტივად აღსაქმელი მკითხველისთვის,“ - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისგან ნინო ლომჯარია ამ ეტაპზე თავს იკავებს. 

დღის ამბები