20 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
სისხლის სამართლის ყველა ის საქმე გადაიხედება, სადაც პირები მარიხუანას მოხმარებისთვის სასჯელს იხდიან

კანაფის მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში აღარ მიეცემიან - საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, კანაფის მოხმარება კრიმინალი არ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ, კანაფის მოწევის თავისუფლება კონსტიტუციის მე-16 მუხლს მოარგო და აღნიშნა, რომ მოწევა პიროვნების განვითარების უფლებაა.

პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის" შეფასებით, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით გაჩნდა უდიდესი საშუალება, რომ სხვა ნარკოტიკულ საშუალებებთან სახელმწიფოს დამოკიდებულება შეიცვალოს.

საკონსტიტუციო სასამართლოს ამ ხმაურიანი გადაწყვეტილების მიუხედავად, კანონი კანაფის მომხმარებელს არ უტოვებს ლეგალურ გზას, რომ თუნდაც ერთი ძირი კანაფი გაზარდოს ან ის ქვეყანაში ლეგალურად შეიძინოს.

კანაფის თავისუფლად მოწევის გადაწყვეტილებით, სისხლის სამართლის ყველა ის საქმე გადაიხედება, სადაც პირები მისი მოხმარებისთვის სასჯელს იხდიან ან სამართლებრივი შეზღუდვები აქვთ.

მომდევნო ცვლილება, რაც კანაფის თავისუფლად მოწევის გადაწყვეტილებას უნდა მოყვეს, მისი ლეგალიზაციაა. ამ მოცემულობით, ამ ქვეყანაში ერთი ძირი კანაფის გაზრდისთვის, თუ მისმა წონამ 270 გრამს გადააჭარბა, პოლიციას შეუძლია, კულტივაციისთვის პირს ბრალი წარუდგინოს.

ბალახის მოყვანა თავისუფლების ოთხი წლიდან აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები