18 ნოემბერი 2024,   06:22
ვრცლად
დღეიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეიდან პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. აცრის მიზანი საშვილოსნოს კიბოს პრევენციაა. უფასო ვაქცინაცია 9 წლის ასაკის გოგონებს უტარდებათ. პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს კიბოს ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში, ყოველწლიურად ამ დიაგნოზით 200-მდე ქალი იღუპება.

ვაქცინაცია ხელმისაწვდომი იქნება თბილისის, ქუთაისის, აჭარისა და აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებში, რომლებიც ჩართულები არიან იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამაში.

დღის ამბები