18 ნოემბერი 2024,   06:34
ვრცლად
უსარგებლო საკანონმდებლო ცვლილება - მესამე სექტორი საკრებულოებში ახალი თანამდებობის შემოღების ინიციატივას აფასებს

ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა და უსარგებლო საკანონმდებლო ცვლილება - ასე აფასებს საკრებულოებში ახალი თანამდებობის შემოღებას მესამე სექტორი. არასამთავრობო ორგანიზაციებში განმარტავენ, რომ ამ ცვლილებებით სარგებლობას საქართველოს მასშტაბით ოპოზიცია მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეძლებს, ხუთ და მეტ კაციან ფრაქციებს კი, ძირითადად მმართველი გუნდი ქმნის.

„ერთის მხრივ, თვითმმართველი ქალაქების სტატუსი გაუუქმდა 7 ქალაქს და აქ ნახსენები იყო ერთ-ერთ მიზეზად ის, რომ უნდა დაიზოგოს თანხები და ეს თანხა თუ გადმომისამართდება საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეების ანაზღაურებაში, მაშინ ამ თანმიმდევრობას საერთოდ ვერ ვხედავთ,“ - განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა მიხეილ ბენიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასევე ხაზს უსვამენ, რომ ისევ თანამდებობის შენახვისთვის განსაზღვრული სამი მილიონი სწორედ ის თანხაა, რაც თვითმმართველი ქალაქების გაუქმებით დაიზოგა.

„ამ ცვლილებით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ისარგებლებენ. ჩვენ გავაუქმეთ თვითმმართველობები, მუნიციპალიტეტები, ხარჯები საერთო ჯამში იყო დაახლოებით 3,5 მილიონი, თუ ეს ცვლილება იქნა მიღებული, დაახლოებით 2-დან 3 მილიონამდე დაუჯდება ბიუჯეტს ახალი თანამდებობის პირების შენახვა,“ - აცხადებს "სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები