სუს-ის უკონტროლოდ გაძლიერების საფრთხესთან დაკავშირებით თბილისში დღეს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. უსაფრთხოების სექტორში დაგეგმილ ცვლილებებზე „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი“ დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად იმეჯელებს.
აქცენტი ე.წ. ოდეერის ინსტიტუტის ოფიციალური შემოღების ინიციატივაზე კეთდება.
„რიკების და საფრთხეების თაობაზე გვსურს პოზიციების გაცვლა. ყურადღება გამახვილდება პირველ რიგში, უსაფრთხოების სამსახურის ხელში ჭარბი კომპეტენციის თავმოყრის რისკებზე, რომელიც იქნება ცვლილებების შედეგი, ასევე, რა თქმა უნდა, ერთერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის გაძლიერება თუ დაბრუნება კანონმდებლობაში,“ - განაცხადა "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" ინსტიტუციური რეფორმების პროგრამის დირექტორმა სოფო ვერძეულმა.