ერთჯერადი დახმარება სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულ 8 ოჯახს. მერიის გადაწყვეტილებით, მათ 500 ლარი გადაეცემათ. დახმარებას მიიღებენ იმ სახლის მეპატრონეები, რომლებსაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს საცხოვრებელი მთლიანად გაუნადგურდა.
საუბარია მე-9 კორპუსის, მესამე სადარბაზოს I-III სართულზე და მეორე სადარბაზოს მეორე სართულზე მცხოვრებ 35 მოქალაქეზე. მერიის სარეზერვო ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო.
თუმცა, ჯერჯერობით ზუსტი თარიღი თუ როდიდან მიიღებენ მოქალაქეები ერთჯერად დახმარებას, ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსი გამზირზე, მე-9 კორპუსთან ამ დრომდე მობილიზებულია სპეცრაზმი და აკრძალულია გადაადგილება. დაზიანებული კორპუსიდან კი, 24 ოჯახი ახლომდებარე სასტუმროებშია გადანაწილებული.