ერთჯერადი დახმარება სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულ 8 ოჯახს. მერიის გადაწყვეტილებით, მათ 500 ლარი გადაეცემათ. ფონდიდან ჯამში 17 500 ლარი გამოიყო. დახმარებას მიიღებენ იმ სახლის მეპატრონეები, რომლებსაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს საცხოვრებელი მთლიანად გაუნადგურდათ.
თბილისი მერის კახა კალაძის განცხადებით, ეს არის პირველადი დახმარება.
“კომპენსაცია ეს იქნა გამოყოფილი კონკრეტულად იმ ოჯახებზე, ვისი საცხოვრებელი ფართებიც დაიწვა და ყველაფერი, რაც კი გააჩნდათ ამ ადამიანებს, ელემენტარული ტანსაცმელის გამოტანაც კი ვერ მოახერხეს. შესაბამისად, თითო ადამიანზე, მერიის მხრიდან იქნა გამოყოფილი 500 ლარი, რომ პირველადი დახმარება აღმოგვეჩინა. რაც შეეხება ზოგადად არსებულ სიტუაციას, როგორც კი დასრულდება საგამოძიებო ქმედებები და უახლოეს დღეებში ეს მოხდება, ჩვენ ვიწყებთ, პირველ რიგში რაც მოხდება, შევა ლაბორატორია, მოხდება არსებული კორპუსის შემოწმება და თუ ექვემდებარება აღდგენას დავიწყებთ აღდგენით სამუშაოებს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.