18 ნოემბერი 2024,   06:33
ვრცლად
საკაბელო ოპერატორები მარეგულირებელი კომისიის წევრებს ხვდებიან

უკვე სამი საათია, მარეგულირებელი კომისიის წევრებს საკაბელო ოპერატორები ხვდებიან. 40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორი ტელეკომპანიებთან ურთიერთობის დარეგულირებას ითხოვს.

მათ დილით ამ მოთხოვნით აქციაც გამართეს და მარეგულირებელი კომისია უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ამის შემდეგ უწყებამ საკაბელო ოპერატორების პირობა მიიღო და შეხვედრაზე დათანხმდა.

შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის დახურულია. როგორც ცნობილია, მხარეებმა ჯერ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. 

40-მდე მცირე და საშუალო საკაბელო ოპერატორს დილიდან 6 ქართული არხი უნდა გაეთიშა, თუმცა, ეს გადაწყვეტულება მათ ამ დრომდე არ მიუღიათ. 

„რეალურად, ჩვენ კანონის ფარგლებში ვითხოვთ ყველაფერს. იმიტომ მივმართეთ პარლამენტსაც, რომ კანონმდებლობაშიც არის ცვლილებები გასათვალისწინებელი. იმიტომ, რომ Must Carry დარჩა, Must Offer ამოვარდა. ეს იწვევს გარკვეულ დისონანსს და დისკომფორტს საკაბელო ოპერატორებისთვის. თუ საღი აზრია, დათმობებზე უნდა წამოვიდნენ,“ - განაცხადა შპს „ნიუკომის“ დირექტორმა, ზაზა აგლაძემ. 

დღის ამბები