18 ნოემბერი 2024,   06:30
ვრცლად
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალი გაიფიცა

ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალი გაიფიცა. გაფიცვის მთავარ მიზეზად დაგვიანებულ ხელფასებს ასახელებენ. მათ ამ დრომდე ოქტომბრის ხელფასიც არ მიუღიათ.

“გვეუბნებიან იქნება იმ თვეში, მაგრამ არ ვიცით ისიც, როდის იქნება და რა რაოდენობით. გვეუბნებიან, რომ არასწორად დაჯარიმდა კლინიკა და შეტანილია სარჩელი, მაგრამ  საბუთს არ გვაძლევენ, რომ იმ სარჩელს ყადაღა დაედოს და ჩვენ იქით შევიტანოთ სარჩელი,“ - განაცხადა ლაბორანტმა მზია ინწკირველმა.

"მედალფას" გენერალური დირექტორი, აცხადებს, რომ პრობლემა საყოველთაო დაზღვევის მხრიდან კლინიკის დაჯარიმებამ გამოიწვია.

“დაჯარიმება მოხდა სახელმწიფოსგან, ამბულატორიული პაციენტების მომაგრებაზე, რომელიც გასაჩივრებული აქვს "მედალფას" და თანხების დაკავება მოხდა სახელმწიფოსგან, რომელიც ჯერ არ მიუღია, შესაბამისად, სამედიცინო პერსონალი ანაზღაურებას ღებულობს იმ პროპორციით, რა პროპორციითაც ხდება დაფინანსება,“ - განმარტა ”მედალფას” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ამბროლიანმა.

დღის ამბები