51-ე სკოლის დაჭრილ მოსწავლეს ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. ექიმების ინფორმაციით პაციენტს საავადმყოფოში მიყვანის დროს ჭრილობები გულ-მკერდის, ბარძაყის და მუცლის ღრუში ჰქონდა მიყენებული. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის კრიტიკულია. ასევე ექიმების ინფორმაციით პაციენტს მიყენებული ჰქონდა 14 ჭრილობა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთ მოსწავლე გარდაიცვალა. 51-ე სკოლის 2 მოსწავლე ცოტა ხნის წინ დაჭრეს. შემთხვევა ხორავას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები „კურიერს“ უყვებიან, რომ დაჭრას წინ შელაპარაკება უძღოდა, რომელიც ბავშვებს შორის 51-ე საჯარო სკოლასთან დაიწყო, რის გამოც სავარაუდოდ, მანდატურმა მათ შენიშვნა მისცა, რის შემდეგაც მათ ხორავას N4-ში გადაინაცვლეს და ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
თვითმხილველის განცხადებით, დაპირისპირებაში 10-15-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი ინფორმაციით, ერთი დაჭრილი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მეორე მიყენებული ჭრილობის შედეგად საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.