18 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
აჰმედ ჩატაევის ცხედარის ფრაგმენტების პანკისის ხეობაში დაკრძალვაზე უხუცესები თანახმა არიან

აჰმედ ჩატაევის ცხედარის ფრაგმენტების პანკისის ხეობაში დაკრძალვაზე უხუცესები თანახმა არიან. ხეობაში ამბობენ, რომ ისინი კატეგორიულად არ იზიარებენ ცალხელა ახმედის და მისი ჯგუფის ტერორისტულ იდეებს, თუმცა იმ შემთხვევაში თუკი სახელმწიფო გადაწყვეტს ჩატაევის ნათესავებს ცხედრის ფრაგმენტები გადასცეს მას დუისის სასაფლაოზე დაკრძალავენ. საერთაშორისო ტერორისტის ერთ-ერთი მეუღლე სწორედ სოფელ დუისიდანაა და წლების განმავლობაში ის შვილთან ერთად სწორედ აქ ცხოვრობდა. 

“ჩაიდინა დანაშაული და ცხადია მე ვფიქრობ, რომ ცხედარი უნდა დაიკრძალოს ყველა სარწმუნოების მიხედვით. დაკრძალვაში არ ვფიქრობ, რომ რაიმე წინააღმდეგობა იყოს. ამაზე საუბარიც არ ყოფილა,“ - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა.

დღის ამბები