დებიუტანტი მწერლის, ბაკურ გაბუნიას წიგნის პრეზენტაცია ჭავჭავაძეზე მდებარე წიგნის მაღაზიაში შედგა. "ვიტა ბრევის გამოცხადებამდე" - ასე ჰქვია რომანს, რომელიც მკითხველს ავტორმა თავად წარუდგინა.
რომანის მთავარი ინსპირაცია გამოგონილი თამაში "ვიტა ბრევი" და მწერლის მეგობრები არიან. წიგნი კი მომავალზეა, სადაც საზღვრები არ არსებობს.
რომანი გამომცემლობა "ინტელექტმა" დაბეჭდა.